Huawei HiSuite-ისა და კონფიდენციალურობის შესახებ დებულება
Huawei HiSuite არის პროდუქტი (ან სერვისი), რომელსაც მართავს Huawei Device Co., Ltd. და მისი გლობალური შვილობილი კომპანიები (შემდგომში „Huawei“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“) და რომელიც თქვენი მობილური მოწყობილობებისთვის უზრუნველყოფს მონაცემთა დარეზერვებასა და აღდგენას, სისტემის გაახლებასა და განახლებას. ჩვენ გვესმის თქვენი პერსონალური ინფორმაციის მნიშვნელობა და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად. გპირდებით, რომ მივიღებთ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დარგის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
ამ პროდუქტის (ან სერვისის) გამოყენებამდე გთხოვთ, წაიკითხოთ და გააცნობიეროთ Huawei HiSuite-ისა და კონფიდენციალურობის შესახებ დებულება.
აღნიშნულით თქვენ ადასტურებთ და გარანტიას იძლევით, რომ ამ პროდუქტის (ან მომსახურების) გამოყენების დაწყების მომენტში ხართ სრულწლოვანი. თუ ხართ არასრულწლოვანი, საჭიროა თქვენი მეურვის თანხმობა ამ პროდუქტის (ან მომსახურების) გამოყენებაზე და თანხმობა შესაბამის წესებსა და პირობებზე.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან წინადადება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კლიენტთა მომსახურების ცხელი ხაზის მეშვეობით: 400-830-8300/800-830-8300, კლიენტთა მომსახურების ონლაინ სერვისის მეშვეობით ან ჩვენს გლობალურ ოფისებში. ჩვენი ოფისების სრული სიის სანახავად ეწვიეთ გვერდს დაუკავშირდით Huawei-ს.
ჩვენ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის დაცვისთვის განკუთვნილი განყოფილება (ან სპეციალისტები), რომელთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ ეწვიოთ კონფიდენციალური შეკითხვების გვერდს.
ნორმალურ ვითარებაში, გიპასუხებთ ერთი თვის ვადაში.
თუ უკმაყოფილო ხართ ჩვენი პასუხით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებებსა და/ან ინტერესებს, შეგიძლიათ მოძებნოთ პრობლემის გადაჭრის გარე გზები, როგორიცაა სათანადო იურისდიქციის სასამართლოში სარჩელის შეტანა, დარგობრივი თვითრეგულირების ასოციაციაში ან ხელისუფლების შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში საჩივრის გაგზავნა ან სხვა მეთოდები.
1. როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება სხვადასხვა ინფორმაცია ჩაწერილი ელექტრონულად ან სხვაგვარად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცალკე ან სხვა ინფორმაციასთან ერთად, კონკრეტული ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისთვის ან კონკრეტული ფიზიკური პირის ქმედებების ასახვისთვის.
სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია მოიცავს პერსონალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, პერსონალურ ბიომეტრიულ ინფორმაციას, საბანკო ანგარიშის ნომერს, ქონებრივ ინფორმაციას, ადგილსამყოფელს, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციასა და 14 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვთა პერსონალურ ინფორმაციას.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ ამ დებულებაში აღნიშნული შემდეგი მიზნებისთვის გამოვიყენებთ:
თქვენთვის შემდეგი ძირითადი ფუნქციების მოწოდება
(1) სარეზერვო კოპირება და აღდგენა
სარეზერვო კოპირებისა და აღდგენის სერვისების უზრუნველსაყოფად გვჭირდება თქვენი შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:
მოწყობილობის ინფორმაცია, მათ შორის მოწყობილობის იდენტიფიკატორი, ოპერაციული სისტემა, მოწყობილობის სახელი, მოწყობილობის მოდელი, მოწყობილობის IP და მოწყობილობის აპარატურის ინფორმაცია (როგორიცაა CPU მოდელი და ROM/RAM ინფორმაცია).
კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია, მათ შორის HiSuite-ის ვერსია და ოპერაციული სისტემის ვერსია.
თქვენი წინამდებარე მონაცემები მხოლოდ ლოკალურად შეინახება და არ აიტვირთება Huawei-ის სერვერებზე.
(2) მობილური ტელეფონის სისტემის გაახლება და შეკეთება
სისტემის გაახლებისა და შეკეთების სერვისების სწრაფად მოსაწოდებლად გვჭირდება თქვენი შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:
მოწყობილობის ინფორმაცია, მათ შორის მოწყობილობის იდენტიფიკატორი, მოწყობილობის სახელი, მოწყობილობის მოდელი, მოწყობილობის CPU მოდელი, ROM/RAM ინფორმაცია და სისტემის ვერსია.
კომპიუტერის ქსელის ინფორმაცია, მათ შორის თქვენი IP მისამართი.
ამგვარი ინფორმაციის შეგროვების მიზანია, მოგაწოდოთ ROM-ის თქვენს მოწყობილობასთან თავსებადი ვერსია.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგნაირად გამოვიყენებთ: თქვენი მოწყობილობისთვის შესაბამისი ROM ვერსიის პოვნა და მოწოდება თქვენ მიერ მოწოდებული მოწყობილობისა და სისტემის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე უახლესი ROM-ის ჩამოტვირთვა და სისტემის გაახლება სისტემაში შესაძლო არსებული რისკების გადაჭრისათვის, თქვენგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.
თუ არ მოგვაწვდით მსგავს ინფორმაციას, ვერ შევძლებთ თქვენი სისტემის გაახლებასა და არსებული უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრას.
(3) აპის გაახლებები და ჩამოტვირთვები
თქვენს სისტემაში დაინსტალირებული აპებისთვის გაახლებებისა და ჩამოტვირთვების განსახორციელებლად უნდა შევაგროვოთ თქვენი შემდეგი ინფორმაცია:
აპის ინფორმაცია, მათ შორის აპის სახელი და ვერსია.
მოწყობილობის ინფორმაცია, მათ შორის მოწყობილობის იდენტიფიკატორი და UDID.
კომპიუტერის ქსელის ინფორმაცია, მათ შორის თქვენი IP მისამართი და Mac მისამართი.
ამგვარი ინფორმაციის შეგროვების მიზანია, მოგაწოდოთ თქვენს მოწყობილობასთან თავსებადი აპის ვერსია.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგნაირად გამოვიყენებთ: თქვენი მოწყობილობისთვის შესაბამისი აპის ვერსიის პოვნა და მოწოდება თქვენ მიერ მოწოდებული აპის, მოწყობილობისა და სისტემის ინფორმაციაზე დაყრდნობით და აპის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა თქვენგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.
თუ არ მოგვაწვდით ამგვარ ინფორმაციას, ვერ შევძლებთ აპის უახლესი ვერსიის პოვნას, გაახლებასა და ჩამოტვირთვას.
(4) სერვისის გაუმჯობესება
უკეთესი სერვისის მოსაწოდებლად გვჭირდება თქვენი შემდეგი ინფორმაციის შეგროვება: აპის სტატისტიკისა და HiSuite-ის გამოყენების მონაცემები. ამგვარი ინფორმაციის შეგროვების მიზანია, მოგაწოდოთ თქვენს მოწყობილობასთან თავსებადი აპის ვერსია.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგნაირად გამოვიყენებთ: თქვენთვის უკეთესი და პერსონალიზებული სერვისისა და პროდუქტების უზრუნველყოფა აპის სტატისტიკასა და HiSuite-ის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ ფუნქციის გამოყენების დასაწყებად ან შესაჩერებლად HiSuite-ში უბრალოდ მონიშნეთ ან გააუქმეთ მონიშვნა „მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების პროგრამაში ჩართვა“-ზე მენიუდან: პარამეტრები > ზოგადი.
2. თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ სარგებლობთ მონაცემთა სუბიექტის უფლებებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან წინადადება თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ დებულებაში მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.
3. მონაცემთა შენახვის ადგილი და ვადა
(1) მონაცემთა შენახვის ადგილი
ჩვენ მიერ მობილური ტელეფონის სისტემის გაახლებისა და შეკეთების სერვისების ფარგლებში შეგროვებული და გენერირებული პერსონალური ინფორმაცია შეინახება სერვერებზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
(2) მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ შესაბამისი მიზნებისათვის საჭირო დროის განმავლობაში და ვშლით ან ანონიმურად ვაქცევთ მას ქვემოთ მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარად მოითხოვს მოქმედი კანონები და რეგულაციები.
მობილური ტელეფონის სისტემის გაახლებისა და შეკეთების სერვისებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდი მოცემულია ქვემოთ:
ზემოხსენებული პერსონალური მონაცემები წაიშლება ჩვენთან თქვენი დაკავშირების ბოლო დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ იმ პირობით, რომ ამ დროს განმავლობაში არც ერთი ბიზნეს ტრანზაქცია არ განხორციელდება.
გარდა ამისა, თუ შევწყვეტთ ჩვენს პროდუქტებსა თუ სერვისებს, გაცნობებთ push შეტყობინებით, განცხადებით ან სხვა საშუალებით და წავშლით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ან ანონიმურად ვაქცევთ მას დროის გონივრულ პერიოდში.
4. მოცემული დებულების გაახლებები
Huawei იტოვებს უფლებას, საჭიროებისამებრ განაახლოს მოცემული დებულება. ცვლილების შემთხვევაში, გამოგიგზავნით ცვლილების შესახებ შეტყობინებას pop-up დიალოგის ველის ფორმით. თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ გაახლებული დებულების შესაბამისად შევაგროვებთ, გამოვიყენებთ და შევინახავთ, თქვენი თანხმობით.
დებულება ძალაში შევა მისი გაახლების მომენტიდან.
ბოლო გაახლება: 2018 წლის 25 აპრილი
მნიშვნელოვანია: ეს კონფიდენციალურობის დებულება მოიცავს კონფიდენციალურობის დებულებასა და ვალდებულებას Huawei HiSuite-ის აპისთვის. მონაცემთა სუბიექტების უფლებების, ინფორმაციის უსაფრთხოების ზომებისა და სხვა დეტალების შესახებ მეტის შესატყობად გთხოვთ, წაიკითხოთ დებულება Huawei-ის სამომხმარებლო ბიზნეს კონფიდენციალურობის შესახებ.